saqarTvelos mdinareebi - abaSa

ტერიტორიული ერთეულები მარტვილის და ბაშის მუნიციპალიტეტები
სიგრძე 66 კმ
აუზის ფართობი 370 კმ²

 

მდინარე მარტვილისა და ბაშის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ტეხურის მარცხენა შენაკადი. ზღვის დონიდან 325 მ-ზე, სიგრძე 66 კმ, აუზის ფართობი 370 კმ2. იწყებს ასხის კირქვული მასივის სამხრეთი კალთებიდან. მის სათავეს ქმნის მდინარეები რაჩხისწყალი და ტობა, რომლებიც ერთდება სოფელ ბალდის ზემოთ. აბაშა საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. ჩამონადენი შედარებით თანაბრად ნაწილდება წლის განმავლობაში.

kanioni

ასხის მასივის დამხრეთ-დასავლეთ ფერდობსა და აბედათის მთის ჩრდილოეთ - აღმოსავლეთის ბოლოს შორის, სოფელ გაჭედილთან, აბაშა აჩენს 50-70 მ სიღრმის ვიწრო (სიგანე 5-6 მ) კანიონს, ამ ადგილზე აგებულია აბაშის ჰესი. კანიონში ინახება 75 მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლები. ეს აღმოჩენა 2010 წლის ივლისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპედიციამ გააკეთა. კანიონის ზოგიერთ მღვიმეში აღმოჩნდა უძველესი ადამიანის არსებობის ნაშთები, მათი ძვლები, ნასუფრალი. გარდა ამისა, ნაპოვნია ცხოველთა გადაშენებული სახეობების ძვლებიც, მათ შორის მღვიმის დათვისა და ბიზონის ნაშთები.